-
კატალოგი
- კომპანია
- შესაძლებლობები
ტუჩის ბალზამი Sunny Glow - ეს არის პროდუქტი ტუჩის კანის ყოველდღიური მოვლისთვის - მკვებავი, დამატენიანებელი, აღმდგენი, მზის სხივებისგან საიმედო SPF 30 დაცვით.
Sunny Glow ბალზამში ქაცვისა და შიის, აბუსალათინისა და ქოქოსის ზეთები აერთიანებს მათ სასარგებლო თვისებებს, ღრმად კვებავს და ატენიანებს ტუჩებს. ქაცვის ზეთი, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ასტიმულირებს კანის რეგენერაციასა და იცავს მას დაზიანებისგან, შიის, ქოქოსისა და აბუსალათინის ზეთი ქმნის მკვებავ დამცავ ფენას, ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებასა და ამცირებს გაღიზიანებას.
ცვილები - ფუტკრის, კანდელილასა და კარნაუბას ცვილი - აძლიერებს ამ ეფექტს ტუჩებზე მსუბუქი ბარიერის შექმნით, რომელიც ხელს უშლის ტენის დაკარგვას და იცავს კანს გარემოს ზეგავლენისგან
გვირილისგან მიღებული ბისაბოლოლი ხსნის გაღიზიანებასა და ხელს უწყობს მიკრობზარების სწრაფ შეხორცებას.
უახლესი თაობის უი-ილტრები - ბემოტრიზინოლი, DHHB და EHT - ბალზამის შემადგენლობაში არის კომპლექსური დაცვის გარანტი ულტრაიისფერი გამოსხივების მთელი სპექტრისგან, ეფექტურად იცავს ტუჩებს მზის დამწვრობისგან და ფოტოდაბერებისგან, უზრუნველყოფს მათ ჯანმრთელობასა და სილამაზეს.