-
კატალოგი
- კომპანია
- შესაძლებლობები
თქვენ იმყოფებით საიტზე, რომელიც იღებს შეკვეთებს ქვეყნისთვის Georgia
თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ თქვენი ქვეყნის საიტზე: us.coral.club
მოამზადეთ კანი ახალი დატვირთული დღისთვის Privilege Anti-Aging Morning Cream დილის კრემთან ერთად - ის ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას, ამიტომ თქვენი კანი არის გაჟღენთილი და სუნთქავს მთელი დღის მანძილზე.
ყავა კონას ექსტრაქტი
აჯანსაღებს კანს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციასა და ავსებს ენერგიით. ებრძვის შეშუპებასა და პიგმენტაციას. იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.
ყავა კონას ზეთი
ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და დადებითად მოქმედებს კანის აღდგენის პროცესებზე. ამაღლებს კანის ელასტიურობას, აჩქარებს აქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირებას.
ტკბილი ნუშის ზეთი
ამცირებს გაღიზიანებას, სიმშრალესა და სიუხეშეს, კვებავს, წმენდს და აუმჯობესებს წყლის ბალანსს.
ჟოჟობას ზეთი
წარმოადგენს ბუნებრივი წარმოშობის ცვილს. შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, რაც სტრუქტურით არის კოლაგენის მსგავსი. არ ახშობს ფორებს, შეუძლია სწრაფად მოხვდეს კანში, ქმნის დამცავ ბარიერს.
არგირელინი
აქტიური გამაახალგაზრდავებელი კომპონენტი, „ბოტოქსი ქილაში“. ეს არის პეპტიდ-მიორელაქსანტი, რომელიც ამცირებს კუნთების მიმიკურ აქტივობას, არ ცვლის სახის ბუნებრივ გამომეტყველებას ბოტოქსისგან განსხვავებით. რეგულარული გამოყენებისას მნიშვნელოვნად ამცირებს ნაოჭების სიღრმეს, განსაკუთრებით თვალის გარშემო და შუბლზე.
ჰიალურონის მჟავა
ყველა ქსოვილისთვის აუცილებელი კომპონენტი, მაგრამ განსაკუთრებით კანისთვის. რანდენიმე დღის რეგულარული გამოყენების შემდეგ იზრდება დაჭიმულობა და ელასტიურობა, შეინიშნება საერთო გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. თვით ყველაზე მშრალი კანი ხდება რბილი და ხავერდოვანი.
ზღვის კოლაგენი
მიიღება ზღვის თევზების, სკაროსებისა და ზვიგენებისგან, იმიტომ რომ თავისი სტრუქტურით შედარებით ახლოსაა ადამიანის სტრუქტურასთან. ზღვის კოლაგენი, ცხოველურ და მცენარეულთან შედარებით, შეიცავს სასარგებლო ამინომჟავების დიდ რაოდენობას, ფლობს შეღწევადობის, დატენიანებისა და გაახალგაზრდავების უკეთეს უნარს.
ვიტამინი Е (ტოკოფეროლი აცეტატი)
იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან, იცავს ნაადრევი დაბერებისგან და ნაოჭების წარმოქმნისგან, ხელს უწყობს დაჭიმულობას და ელასტიურობას.
ვიტამინი А (რეთინილ პალმიტატი)
ძლიერი angi-age ინგრედიენტი უზრუნველყოფს კანის უჯრედების რეგენერაციას, ააქტიურებს კოლაგენის სინთეზს ეპითელურ ქსოვილში და ამცირებს დაბერების ნიშნებს.
ვიტამინი С (3-O-ETHYL ASCORBIC ACID)
ასკორბინის მჟავის განსაკუთრებით სტაბილური ფორმა, რომელიც ადვილად ხვდება კანში. აუმჯობესებს სახის ფერს, ზრდის კანის ელასტიურობას, აჩქარებს კოლაგენის სინთეზს.
ალოე ვერა
სასწაულ-მცენარე, ცნობილი გამაახალგაზრდავებელი ეფექტით, ასტიმულირებს ბუნებრივი კოლაგენის სინთეზს, ატენიანებს და ჭიმავს კანს, ახდენს დეზინფიცირებას და აცოცხლებს მას, იცავს ულტრაიისფერი ზემოქმედებისგან.
ასაის ნაყოფი
პოლივიტამინური სასწაულ-კენკრა სამხრეთ ამერიკიდან ბუნებრივი ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით, „სილამაზისა და ახალგაზრდობის კენკრა“. როგორც ანტიოქსიდანტი ხელს უშლის ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებასა და კანის ნაადრევ დაბერებას, აჩქარებს რეგენერაციის პროცესს. ასაის ნაყოფის რბილობი შესანიშნავად კვებავს, ატენიანებს და არბილებს კანს.
ლამინარიის ექსტრაქტი
შეიცავს მიკროელემენტების მდიდარ შემადგენლობას, კერძოდ, სილიციუმი, პეპტიდები, პოლისაქარიდები, რომლებიც აფერხებენ კანის დაბერების პროცესს, ზრდიან მის ელასტიურობას, ტონუსს, ატენიანებენ და აახალგაზრდავებენ.