-
კატალოგი
- კომპანია
- შესაძლებლობები
თქვენ იმყოფებით საიტზე, რომელიც იღებს შეკვეთებს ქვეყნისთვის Georgia
თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ თქვენი ქვეყნის საიტზე: us.coral.club
ჩაის ხის ზეთი - 100% ნატურალური პროდუქტი კანის სიჯანსაღისთვის და დამამშვიდებელი აბაზანის მისაღებად.
ჩაის ხის ზეთი მიიღება Melaleuca alternifolia ხის ფოთლებისგან, რომელიც იზრდება ავსტრალიაში. 100% ეთერზეთი - არის ძალიან კონცენტრირებული სითხე, რომელიც შეიცავს 100-ზე მეტ აქტიურ კომპონენტს. ზეთის მცირე დოზები გამოიყენება კრემებში და ნიღბებში, შამპუნებში, აბაზანის მიღებისას ან სხვა ზეთებთან კომბინაციაში.
ზეთი წარმოადგენს ბუნებრივ ანტისეპტიკს, ფლობს მაღალ შეღწევადობის უნარს.
ჩაის ხის ზეთის სასარგებლო თვისებები:
- აჩქარებს აღდგენისა და რეგენერაციის პროცესებს, ავლენს აქტივობას ბაქტერიებთან, ვირუსებსა და სოკოებთან მიმართებაში;
- ეხმარება ანთებასა და აკნესთან გამკლავებაში, ამშვიდებს და არბილებს კანს;
- გამოიყენება ცხიმიანი და კომბინირებული სახის კანის რეგულარული მოვლისას;
- უზრუნველყოფს თმის გაძლიერებას და ეხმაარება თავის კანის დამშვიდებას ქავილის და ქერტლის დროს.
მასაჟი ან თბილი აბაზანა რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთით ამშვიდებს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ზრდის ტონუსს. ჩაის ხის ზეთის გამოყენება შესაძლებელია არომათერაპიისას და შენობაში ჰაერის გასაწმენდად.
გამოყენება - კანისთვის - მხოლოდ გაზავებული სახით, 1 წვეთი 10 მლ ნებისმიერ მცენარეულ ზეთში, აბაზანისთვის - 5-10 წვეთი აბაზანაში. მოერიდეთ თვალში და ლორწოვან გარსში მოხვედრას. ტკივილის შეგრძნების, შეწითლების, გაღიზიანების, შეშუპების გამოვლინების შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
ნიდერლანდები