საგაზაფხულო შემოთავაზებები
:
:
ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში United States

თქვენ იმყოფებით საიტზე, რომელიც იღებს შეკვეთებს ქვეყნისთვის Georgia

თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ თქვენი ქვეყნის საიტზე: us.coral.club

Georgia
კონფიდენციალობის პოლიტიკა

1. ზოგადი დებულებები

საიტის ge.coral.club (შემდეგში - „Coral Club”), სერვისებისა და მომსახურების გამოყენებით, თქვენ გვანდობთ თქვენს პირად მონაცემებს. იმის გასარკვევად, თუ რა მონაცემებს ვიყენებთ, ყურადღებით გაეცანით ამ განყოფილებას, რათა მეტნაკლებად სრულყოფილად იყოთ ინფორმირებული არსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დაცვის შესახებ.

პერსონალური მონაცემების დამუშავების არსებული პოლიტიკა (შემდეგში - დამუშავების პოლიტიკა) ი/მ ქეთევან ოქრუაშვილი (შემდეგში - „ოპერატორი“ ან „კომპანია“), ს/ნ 01019023609, მის: თბილისი, დ. უზნაძის #91, შემუშავებულია საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ # 5669-რს 28/12/2011, ვებგვერდი, 16/01/2012.

2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები და მეთოდები

კომპანიისთვის გადაცემული პირადი მონაცემები გამოიყენება კომპანიის წესდებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მომსახურების შესასრულებლად, აგრეთვე კომპანიასა და კლუბის წევრებს შორის ურთიერთპასუხისმგებლობის შესასრულებლად, მათ შორის საიტის გამოყენების მოხერხებულობის უზრუნველსაყოფად, პროდუქციის დროული და ზუსტი მიწოდების უზრუნველსაყოფად, კლუბის წევრებთან სასურველი საკომუნიკაციო საშუალებით სწრაფი კომუნიკაციისთვის, კომპანიის აქციების და სხვა ღონისძიებების შესახებ შეტყობინებების მისაღებად, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებისათვის, ფოტო და ვიდეო რეპორტების შექმნისა და სხვა მომსახურებისთვის, რაც მიმართულია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.

პერსონალური მონაცემების დამუშავება (შეგროვება, სისტემატიზაცია, დაგროვება, შენახვა, დაზუსტება (განახლება, შეცვლა), გამოყენება, გავრცელება (გადაცემის ჩათვლით), დეპერსონალიზაცია, დაბლოკვა, განადგურება) იყოფა:

  • პერსონალური მონაცემების დამუშავება პერსონალურ მონაცემთა საინფორმაციო სისტემებში ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით;
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება, ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენების გარეშე.

3. კატეგორიები, დამუშავებულ მონაცემთა ტიპები

კომპანიას შეუძლია დაამუშაოს შემდეგი პირების მონაცემები:

  • საიტის ge.coral.club, მომხმარებლები, რომლებსაც არ აქვთ ანგარიში ან რომლებსაც ავტორიზაცია არ აქვთ გავლილი. ამ შემთხვევაში, ჩვენ, ისევე როგორც სხვა ყველა საიტი, ვერ შევძლებთ კონკრეტული პირის იდენტიფიცირებას. შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენება მარკეტინგის მიზნებისთვის და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
  • საიტის ge.coral.club, მომხმარებლები, რომლებსაც აქვთ ანგარიში და საიტის ნახვის მომენტში გადიან ავტორიზაციას. ამ შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების გამოყენებამდე კომპანია აცნობებს, თუ რისთვის შეიძლება მათი გამოყენება. მაგალითად, თქვენი შეკვეთის შესასრულებლად შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი სახელი და მისამართი.

კომპანია გაძლევთ თქვენს მიერ მოწოდებული პირადი მონაცემების დაცვის გარანტიას. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება კომპანიის წესების შესაბამისად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ სხვადასხვა წყაროდან. ჩვენ ვიღებთ თქვენს პირად მონაცემებს პირდაპირ თქვენგან ან თქვენი რეკომენდატორის სახელით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მონაცემებს გადასცემთ გაყიდვების ოფისებს, ეს ამავდროულად ნიშნავს, რომ ეთანხმებით მათი კომპანიისათვის გადაცემის უფლებას.

ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს თქვენს შესახებ, როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენს საიტს ან ნახავთ რეკლამას ინტერნეტში. ჩვენ ვიყენებთ ინტერნეტ сookies (cookie) და სხვა ტექნოლოგიებს, რათა შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს საიტებს, იყენებთ ჩვენს მომსახურებებს ან ათვალიერებთ ჩვენს სარეკლამო განცხადებებს.

«Cookies» — მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელიც ინახება მომხმარებლის კომპიუტერში ანგარიშგების მიზნით. ეს ფაილი გამოიყენება ამ საიტზე შესვლისას, კლიენტის იდენტიფიკაციისა და საიტის უფრო მოსახერხებელი გამოყენების უზრუნველსაყოფად. მაგალითად, შეკვეთის გაფორმებისა და კალათში გაგზავნის შემთხვევაში, პროდუქტი რჩება კალათში მას შემდეგაც, რაც თქვენ დატოვებთ საიტს და შემდეგ კვლავ დაუბრუნდებით მას.

მაგალითად, ამ ტექნოლოგიის დახმარებით შეიძლება მივიღოთ შემდეგი ინფორმაცია: თქვენი ბრაუზერის ან ოპერაციული სისტემის ტიპი; ვებ – გვერდები, რომლებსაც ათვალიერებთ; ბმულები, რომლებზეც გადადიხართ; IP მისამართი; საიტი, რომელიც თქვენ მოინახულეთ ჩვენს საიტზე შესვლამდე; კომპანიის ელ.ფოსტა, რომელიც თქვენ გახსენით ან გადაგზავნეთ; კომპანიის შეთავაზებები ან ბმულები, რომლებზეც გადახვედით ელ.ფოსტით; არჩეული ან სასურველი პროდუქცია - დათვალიერებისას მოსახერხებელი გამოყენებისთვის.

ეს მონაცემები საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ საიტზე ინფორმაციის განთავსების ხარისხი, ასევე მისი ფუნქციონირება, მომხმარებლის კეთილგანწყობისა და ეფექტური ადმინისტრირების უზრუნველყოფა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება ავტომატურ რეჟიმში, უსაფრთხოების პირობების დაცვით.

ბრაუზერის ინდივიდუალურ პარამეტრებში შეგიძლიათ დააყენოთ თქვენს მოწყობილობაზე cookie შენახვის პირობები და თანმიმდევრობა. შეგიძლიათ გამორთოთ cookie შენახვისა და მიღების უფლება, თუ თქვენს ბრაუზერს აქვს ასეთი ფუნქცია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ cookie მიღების, შენახვის შესაძლებლობა შეზღუდულია, შეიძლება შეიზღუდოს საიტის მთელი რიგი ფუნქციები და შესაძლებლობები და კომპანიის სერვისების გამოყენება, ინფორმაცია შეიძლება არასწორად იყოს ნაჩვენები. ამრიგად, თქვენი ბრაუზერის "შეზღუდული" პარამეტრებით, ტექსტური შეტყობინებების დაბლოკვით, თქვენ ვერ შეძლებთ სრულფასოვნად იმუშაოთ ამ საიტთან.

ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას უშუალოდ თქვენგან, როდესაც თანხმდებით, რომ მიიღოთ ჩვენი შეთავაზებები და პროგრამები ან სხვაგვარად გვაწვდით მათ. მაგალითად, ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას თქვენგან კლუბის წევრად რეგისტრაციისა და CCI ID ნომრის მიღების მომენტში.

დასამუშავებული პერსონალური მონაცემების შემადგენლობაში, მათი დამუშავების მიზნის გათვალისწინებით, შეიძლება შედიოდეს:

  • გვარი სახელი, მამის სახელი;
  • საცხოვრებელი ქვეყანა;
  • საფოსტო მისამართი;
  • საკონტაქტო ტელეფონები;
  • მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • სხვა ინფორმაცია: სქესი, დაბადების თარიღი, სრული სახელი და რეკომენდატორის სარეგისტრაციო ნომერი (სადაც ადგილობრივი კანონმდებლობა ამას მოითხოვს).

თუ თქვენ უარს იტყვით გარკვეული სავალდებულო ინფორმაციის მიწოდებაზე, მაშინ კლუბის წევრად რეგისტრაცია, ასევე შეკვეთის გაფორმება შეიძლება შეუძლებელი გახდეს. მაგალითად, მისამართის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა არ აძლევს კომპანიას შეკვეთილი პროდუქტის ადგილზე მიტანის შესაძლებლობას, თუ არჩეულია პროდუქციის მიღების შესაბამისი მეთოდი.

ვებსაიტის გამოყენება, კომპანიის მომსახურება, აგრეთვე, კლუბის წევრად დარეგისტრირების ფორმა - არის თანხმობის გამოხატვა კანონზე "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" და თანხმობა კომპანიის არსებული პოლიტიკისა და წესების ყველა პუნტქზე.

საიტის, აგრეთვე კომპანიის მომსახურების გამოყენებით, ან საიტზე დარეგისტრირებით, კითხვარის შევსებით, აგრეთვე წერილობითი თანხმობით პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, თქვენ გასცემთ თანხმობას მათ დამუშავებაზე, შეგროვებაზე, სისტემატიზაციაზე, დაგროვებაზე, შენახვაზე, დაზუსტებაზე (განახლება, შეცვლა), გამოყენებაზე, გადაცემაზე, იდენტიფიკაციაზე, დაბლოკვაზე, განადგურებაზე და მათში მითითებული პირადი მონაცემების სხვა დამუშავებაზე.

საიტზე, თითოეული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია მის მიერ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში შეძენილი პროდუქციის შესახებ ხარისხიანი მხარდაჭერისა და კონსულტაციის მიზნით. ამ ინფორმაციაზე წვდომა შეიძლება გააქტიურდეს პირადი კაბინეტის ფუნქციონალის მეშვეობით, პარამეტრებში შესაბამისი მნიშვნელობის დაყენებისას. შენაძენების შესახებ ინფორმაციის ჩვენებაზე თანხმობით, მომხმარებელი აძლევს წვდომას მოცემულ სტრუქტურაში მის ზემოთ არსებულ სხვა მომხმარებლებს შემდეგ მონაცემებზე:

  • შეკვეთის ნომერი,
  • შეკვეთის თარიღი,
  • შეკვეთის საანგარიშო თვე,
  • შეკვეთის ტიპი,
  • შეკვეთის გაფორმების ქვეყანა,
  • ქულების რაოდენობა,
  • შეკვეთის ღირებულება ქვეყნის ვალუტაში,
  • შეკვეთის შემადგენლობა: პროდუქტის კოდი და დასახელება, რაოდენობა, ქულები და თანხა პროდუქტისთვის.

მომხმარებელი დამოუკიდებლად ირჩევს საიტის სხვა მომხმარებლების წვდომის შესაძლებლობას მის მონაცემებზე. როდესაც Coral Club-ში დასრულებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა გააქტიურდება, შეკვეთის მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება სხვა მომხმარებლებისთვის. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ პირად კაბინეტში ასეთი თანხმობის ჩართვის მომენტიდან, მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მესამე პირებისთვის მონაცემების გადაცემაზე. საიტის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი სხვა მომხმარებლების ქმედებებზე.

4. პირადი მონაცემების გამოყენება

მოპოვებული ინფორმაციის საშუალებით შესაძლებელია:

  • მომხმარებელთა მიერ ვებგვერდებზე შესვლისა და პრეფერენციის სტატისტიკის ანალიზი;
  • გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთა მომსახურება;
  • შეკვეთების გაფორმება და შესრულება;
  • გადახდებისა და შეკვეთების გაგზავნის კონტროლი;
  • სადავო სიტუაციების გადაწყვეტა და ა.შ.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ თქვენს შესახებ, რათა: დაგარეგისტრიროთ, როგორც კლიენტი; შევქმენათ თქვენი ანგარიში ინტერნეტიდან წვდომის შესაძლებლობით და უზრუნველვყოთ მისი ფუნქციონირება, ასევე ვუპასუხოთ თქვენს მოთხოვნებს; დავამუშაოთ თქვენი შეკვეთები საქონელზე ან მომსახურებაზე; დაგიკავშირდეთ; გავამარტივოთ თქვენ მიერ ვებსაიტის გამოყენება cookie– ფაილების დახმარებით (მაგალითად, კალათის ფუნქციის შეთავაზება, სისტემაში შესვლის ინფორმაციის დამახსოვრება, ენის პარამეტრები და ა.შ.); ვებ-საიტის სრულყოფა, მათ შორის ვებსაიტის გამოყენებაზე თვალყურის დევნება და მონიტორინგი cookie-ფაილების გამოყენებით, აგრეთვე დიაგნოსტირება, ჩვენს მიერ გამოყენებულ პროგრამულ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად; საბუღალტრო ჩანაწერების წარმოება, აუდიტების ჩატარება, ანგარიშების ფორმირება და თანხების მიღება; მოქმედი იურიდიული მოთხოვნების შესრულება, რაც შეესაბამება სტანდარტებსა და ჩვენს პოლიტიკას.

5. პირადი მონაცემების გადაცემა

კომპანიას აქვს უფლება თქვენი პირადი მონაცემები გადასცეს იმ პირებს, რომლებიც არიან კომპანიის სტრუქტურაში, კლუბის წევრები, თქვენი ზედა და ქვედა ხაზები, სპონსორები, თქვენი შეკვეთების შესრულებაში მონაწილე პირები - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება ან მოცემულია არასრული ფორმით (სრული სახელი, სარეგისტრაციო ნომერი, ინფორმაცია შეკვეთების შესახებ).

კომპანიას აქვს უფლება გადასცეს თქვენი პირადი მონაცემები მესამე პირებს შემდეგ შემთხვევაში:

  • უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

თითოეულ რეგისტრირებულ მომხმარებელს აქვს წვდომა შეძენილი საქონლის შესახებ გაფართოებული ინფორმაციის შესაძლებლობაზე. ამ შესაძლებლობის განხორციელებისას გამოიყენება სხვა მომხმარებლების გამოცდილება შეძენილი პროდუქტების შესახებ. გაფართოებული ინფორმაციის გამოწერით მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას შეძენილი საქონლის შესახებ მისი მონაცემების მიწოდებაზე.

თუ მომხმარებელი ცალსახად ეთანხმება ამას პირადი ანგარიშის პარამეტრებში შესაბამისი მნიშვნელობის დაყენებით, შეძენილი საქონლის შესახებ გაფართოებული ინფორმაციის ოფციის მისაღებად, მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა შეიძლება მიეცეს სხვა მომხმარებლებს. ამისათვის გამოიყენება შემდეგი ინფორმაცია:

  • კონტაქტები: ელექტრონული ფოსტა, მობილური ტელ.
  • დღეების რაოდენობა სტატუსის შეცვლამდე.
  • ღონისძიებების სია, სადაც დარეგისტრირებულია კწ.
  • მესენჯერები სწრაფი კომუნიკაციისთვის: სკაიპი, ტელეგრამი, ვატსაპი, ვაიბერი.
  • მიმდინარე თვეში შენაძენების სია, შენაძენების ისტორია 6 თვის განმავლობაში.

შეძენილი საქონლის შესახებ გაფართოებული ინფორმაციის რესურსის გამოყენების წყალობით, მომხმარებლებს საშუალება აქვთ გაუზიარონ თავიანთი აზრი პროდუქტის შესახებ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მომხმარებლების ასეთი მოსაზრება არის ინდივიდუალური და სუბიექტური, ამიტომ, ამა თუ იმ პროდუქტის გამოყენებისას, ჩვენ მკაცრად გირჩევთ, მიჰყვეთ პროდუქტის ინსტრუქციას.

მომხმარებელს, შეძენილი პროდუქტის გამოყენების შემდეგ, შეუძლია პროდუქტის შესახებ შთაბეჭდილება სხვებსაც გაუზიაროს.

მოწოდებული ოფცია არის მხოლოდ პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ გაცვალონ აზრი პროდუქტის შესახებ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებლები არ არიან კომპანიის არც თანამშრომლები და არც პარტნიორები. და ასეთ რესურსზე წვდომის მოპოვებაზე თანხმობის მიცემის მომენტიდან, კომპანია არ არის პასუხისმგებელი სხვა მომხმარებლების მიერ მონაცემების გამოყენებაზე. ყველა კომუნიკაცია საიტის ადმინისტრაციასთან ხორციელდება მხოლოდ გაფართოებულ ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით.

თუ არ ეთანხმებით, რომ შეძენილი საქონლის გაფართოებული ინფორმაციის ოფციაში გამოყენებული მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება სხვა მომხმარებლებისთვის, უარი თქვით და არ გამოიყენოთ მითითებული რესურსი, რისთვისაც შეამოწმეთ მიმდინარე მნიშვნელობა თქვენი პირადი კაბინეტის პარამეტრებში და დააყენეთ შესაბამისი პარამეტრი.

6. პირადი მონაცემების დაცვა

ყველა ინფორმაცია, პირადი თუ ფინანსური, რომელსაც თქვენგან ვიღებთ და რომელიც ითვალისწინებს შეზღუდულ წვდომას, გადაიცემა დაშიფრული ფორმით სპეციალური პროტოკოლების გამოყენებით, მაგალითად, როგორიცაა SSL.

ჩვენი მხრიდან, გარანტირებულია მიღებული ინფორმაციის სრული დაცვა უნებართვო ან შემთხვევითი წვდომისგან, განადგურებისგან, შეცვლისგან, დაბლოკვისგან, კოპირებისგან, წარდგენისგან, პირადი მონაცემების გავრცელებისგან, აგრეთვე პირად მონაცემებთან მიმართებაში სხვა უკანონო ქმედებებისგან.

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი იმ ზიანისთვის, რომელიც თქვენ შეიძლება მიაყენოთ საკუთარ თავს ამ საიტის გამოყენების წესების დარღვევის ან მესამე მხარის რესურსებზე პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების შედეგად.

მიღებული ინფორმაცია ინახება უცვლელი სახით და გამოიყენება მკაცრად დანიშნულებისამებრ.

ჩვენ ვახორციელებთ კომპლექსს, რაც შეესაბამება ტექნიკურ და ორგანიზაციულ პრევენციულ ზომებს, რაც ემსახურება თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების შემთხვევითი, უკანონო და არასანქცინირებული განადგურებისგან, დაკარგვისგან, შეცვლისგან, ხელმისაწვდომობისგან, ინფორმაციის გამჟღავნებისგან და გამოყენებისგან დაცვას.

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კომპანიამ მიიღო შემდეგი ზომები:

  • განსაზღვრულია პირადი მონაცემების უსაფრთხოებაზე საფრთხის დამუქრება ინფორმაციულ სისტემებში პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს;
  • შემუშავებულია პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა;
  • გამოიყენება ინფორმაციის დაცვის სერტიფიცირებული საშუალებები;
  • დანიშნულნი არიან უფლებამოსილი თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კომპანიის პირადი მონაცემების უსაფრთხოებაზე;
  • მიღებულია ზომები პერსონალური მონაცემების ტექნიკური დაცვის მიზნით;
  • ხორციელდება პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
  • იზღუდება წვდომა იმ შენობაში, სადაც ინახება პირადი მონაცემების შემცველი მატერიალური მასალები;
  • იწარმოება იმ თანამშრომელთა სია, რომლებსაც აქვთ პირადი მასალების შემცველი მატერიალური მასალები;
  • მიმდინარეობს პირადი მონაცემების აღდგენა, რომლებიც შეიცვალა ან განადგურდა მათზე უნებართვო წვდომის განხორციელების გამო;
  • მიმდინარეობს პერსონალურ მონაცემებზე უნებართვო წვდომის ფაქტების დადგენა და შესაბამისი ზომების მიღება;
  • მიმდინარეობს პერსონალური მონაცემებზე წვდომის, ინფორმაციულ სისტემაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესების დადგენა, აგრეთვე პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ყველა ქმედების რეგისტრაციისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა.

7. მონაცემების შენახვის ვადა

პერსონალური მონაცემები ექვემდებარება განადგურებას დამუშავების მიზნების მიღწევისას ან მათი მიღწევისას აუცილებლობის დაკარგვის შემთხვევაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აგრეთვე პერსონალურ მონაცემებთან უკანონო ქმედებების განხორციელებისა და დარღვევების აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, კანონით დადგენილ ვადაში.

8. ფოტოებისა და ვიდეოების გამოყენება

ერთობლივი ღონისძიებების, ფორუმების, სემინარების, ტრენინგების, Coral Club- ის ერთობლივი შეხვედრების და ა.შ. ჩატარებისას შესაძლებელია ფოტო და ვიდეო გადაღება. ამგვარი გადაღება ხორციელდება თქვენი და კომპანიის საქმიანობის გამოკვეთის მიზნით. ასეთი გადაღებების მონაწილეები ხდებიან კლუბის წევრები, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები და, ზოგადად ის ადამიანები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესით არიან დაინტერესებულნი, ადამიანები, რომლებიც იზიარებენ Coral Club– ის მიზნებს.

კომპანიის ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს, რომ ღონისძიების მონაწილე გაეცნო და თანახმაა, რომ მისი მონაწილეობით გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების გამოყენება შეიძლება Coral Club-ის ვებ-გვერდებზე. მათ შორის, მონაწილე თანახმაა, რომ ამგვარი მასალები შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს კომპანიისა და ზოგადად კომპანიის ღონისძიებების ინტერნეტ-გვერდებზე გამოსაქვეყნებლად.

ასეთი შეთანხმება ფოტო და ვიდეო მასალების გამოყენებაზე გრძელდება მანამ, სანამ მონაწილე არ გაგზავნის წერილობით უარს უკუკავშირის ფორმის საშუალებით .

9. ბმულები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია საიტზე

ეს ვებსაიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს ვებ-გვერდებზე, რომლებიც გამოყენებულია მესამე მხარის მიერ, რომელთა ინფორმაციის დამუშავება და კონფიდენციალურობის პრაქტიკა შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენი საიტისგან. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი მესამე მხარის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფაზე.

კომპანია ასევე არ არის პასუხისმგებელი ამ საიტების შინაარსზე, მოქმედებებსა და უსაფრთხოების (კონფიდენციალურობის) პოლიტიკაზე, ასევე მათ მიერ მიყენებულ ზარალზე. მანამ სანამ გახსნიდეთ რომელიმე მესამე მხარის რესურსების მფლობელების რაიმე სახის პერსონალურ ინფორმაციას, დარწმუნდით მათ უსაფრთხოებაში.

ჩვენ გირჩევთ, წაიკითხოთ ყველა მესამე მხარის ვებ-გვერდის განცხადება კონფიდენციალურობის შესახებ, მანამ სანამ ისარგებლებთ ასეთი საიტებით ან მიაწვდით მათ ან მათი საშუალებით რაიმე პირად მონაცემსა ან ნებისმიერ სხვა ინფორმაციას. ცვლილებები და დამატებები ვებ-საიტის ჩანართში კონფიდენციალურობის შესახებ.

10. პერსონალური მონაცემებისა და საიტის შეცვლა

საიტზე განთავსებულ თქვენს საკონტაქტო ინფორმაციაში (ტელეფონი, E-mail), რაიმე შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი გამოსწორება თავადაც შეგიძლიათ "პირად კაბინეტში", ან მიმართეთ საიტის მენეჯერებს.

ასევე, შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლება, გაგზავნოთ შეტყობინება უკუკავშირის ფორმაში.. ამასთან, მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ამგვარი უფლების გაუქმების მომენტიდან შეუძლებელი გახდება ვებსაიტისა და კომპანიის სერვისების ნაწილის ან სრული სერვისის გამოყენება.

ძირითადი დებულებები უსაფრთხოების (კონფიდენციალურობის) სტანდარტების ფუნქციონირების შესახებ ძალაში შევიდა 2019 წლის 1 აპრილიდან. კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს და შეავსოს ვებსაიტის კონფიდენციალურობის ჩანართი ნებისმიერ დროს, ვებსაიტის მომხმარებლებისთვის დამატებითი შეტყობინების გაგზავნის გარეშე. თუ ჩანართი კონფიდენციალურობის შესახებ განახლდება, მისი მოქმედების თარიღი შეიცვლება და ცვლილებები ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.

ჩვენ გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ ვებსაიტის კონფიდენციალურობის ჩანართს.

თუ გაქვთ შეკითხვები ან შემოთავაზებები კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეგვატყობინეთ საიტზე უკუკავშირის ფორმის გამოყენებით.

 

მიმართეთ კამერა QR-კოდზე და ჩამოტვირთეთ

შეუკვეთეთ პროდუქცია და მართეთ პირადი კაბინეტი Coral Club-ის აპლიკაციაში

დაგვიკავშირდით
სწავლება და დახმარება
რეგიონის კოდი
დახმარების სერვისი
თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა ან შემოთავაზება, მოგვწერეთ ჩვენ
თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა ან შემოთავაზება, მოგვწერეთ ჩვენ
ჩეთის დაწყება
საიტის გვერდი ავტომატურად ითარგმნა. თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ ან შეცვალოთ ეს ფუნქცია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებში.