-
კატალოგი
- კომპანია
- შესაძლებლობები
ხარისხის კონტროლი იწყება ტექნოლოგიის არჩევის
ეტაპზე და წარმოების ადგილზე.
და გრძელდება პროდუქტის წარმოების ყველა სტადიაზე.
ნედლეულის შერჩევიდან შეფუთვამდე
ადგილები, სადაც იწარმოება Coral Сlub-ის პროდუქცია,
არის სერტიფიცირებული GMP, ISO, HACCP სტანდარტების მიხედვით.
წარმოების პროცესში Сoral Сlub-ის თითოეული პროდუქტი
გადის მკაცრ ბევრ საფეხურიან ტესტირებას.
კერძო ლაბორატორიები და დამოუკიდებელი ტესტირების ცენტრები
ამოწმებენ ნედლეულის ხარისხსა და სისუფთავეს, არჩევენ ოპტიმალურ
კომპონენტთა შეთანხმებას, ამტკიცებენ საბოლოო პროდუქტის
ეფექტურობასა და უსაფრთხოებას.
ჩვენ ვტესტავთ პროდუქტებს აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე,
მიკრობიოლოგიის, სხვა მინარევებისა და მძიმე მეტალების,
რადიონუკლიდების, პესტიციდებისა და ტოქსიკური ელემეტების არსებობაზე.
Coral Сlub-ის პროდუქციის წარმოებაში მონაწილეობას იღებენ
ბიოქიმიისა და დიეტოლოგიის სფეროს წამყვანი სპეციალისტები,
რომლებიც იყნებენ უკანასკნელ კვლევებსა და ტექნოლოგიებს.
ეს კომპანიას აძლევს საშუალებას, ოპერატიულად გაიტანოს ბაზარზე
ინოვაციური გადაწყვეტილება ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის.
ჩვენი პროდუქტები შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებს,
რომელთაც დააგროვეს თავიანთ თავში ბუნების ძალა, ხოლო სამეცნიერო მიღწევების
წყალობით წარმოდგენილია დაბალანსებული და ბიოწვდომადი ფორმით.
როგორც გლობალური კომპანია, ჩვენ ორიენტირებულნი ვართ წარმატებულ მსოფლიო
პრაქტიკაზე, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის უმაღლეს
ხარისხს. ჯანმრთელობისთვის უფრო მეტად ეფექტური გადაწყვეტილების შექმნისკენ სწრაფვა,
ვაძლევს მოტივაციას ვეძებოთ ახალი მწარმოებელი პარტნიორები.
ზუსტად ამიტომ Сoral Сlub-ის წარმოების გეოგრაფია ასეთი ფართოა
ჩვენი პროდუქცია იწარმოება აშშ-ში, იაპონიაში,
გერმანიაში, საფრანგეთში,
ბულგარეთში, ესპანეთში, სლოვენიაში,
ნიდერლანდებში, სომხეთში, ნორვეგიაში,
სამხრეთ კორეასა და ტაივანში.