-
კატალოგი
- კომპანია
- შესაძლებლობები
თქვენ იმყოფებით საიტზე, რომელიც იღებს შეკვეთებს ქვეყნისთვის Georgia
თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ თქვენი ქვეყნის საიტზე: us.coral.club
ზვიგენის ღვიძლის ქონი, რომელიც დამატებით გამდიდრებულია სკვალენითა და E ვიტამინით, ხელს უწყობს სასიცოცხლო ტონუსის ზრდასა და იცავს ოქსიდაციური სტრესისგან.
ზვიგენის ღვიძლის ქონი
ზვიგენის ღვიძლის ქონი არის ბუნებრივი საშუალება, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ჩრდილო ატლანტიკური და წყნარი ოკეანის სანაპიროების მაცხოვრებლები ძალისა და ენერგიის აღსადგენად და ორგანიზმის გასაძლიერებლად ხანგრძლივი სტრესისა და ავადმყოფობის შემდეგ. ზვიგენის ღვიძლის ქონი შეიცავს ღირებული ბიოაქტიური ნივთიერებების კომპლექსს: პგცმ ომეგა-3-ს, ალკილგლიცეროლებს, სკვალენს, E ვიტამინს. საინტერესოა, რომ ზვიგენის ღვიძლის ქონი - ღირებული ალკილგლიცეროლების, პრაქტიკულად, ერთადერთი წყაროა ბუნებაში. ადამიანის ორგანიზმი ასევე გამოიმუშავებს ალკილგლიცეროლებს და მათი კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია იმუნურ სისტემასთან დაკავშირებულ ორგანოებში - ძვლის ტვინში, ელენთაში, ღვიძლში. ომეგა-3 დჰმ (დოკოზაჰექსაენის მჟავა) დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციონირებასა და მხედველობის სიმახვილეზე, რადგან სწორედ ტვინი და თვალის ბადურა შეიცავს დჰმ-ს ყველაზე მაღალ კონცენტრაციას.
ნედლეული გადის მსუბუქ, მაგრამ საფუძვლიან გაწმენდას დამაბინძურებლების, პესტიციდების, მძიმე ლითონებისგან, ასევე ხდება ისეთი არასასურველი ცხიმოვანი ნივთიერებების მოშორება, როგორიცაა ქოლესტერინი.
სკვალენი
სკვალენი ბუნებრივად წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში და არის კანის ჰიდროლიპიდური მანტიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. სკვალენი არ არის მგრძნობიარე პეროქსიდაციის მიმართ და მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, იცავს კანს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. ასაკთან ერთად სკვალენის სინთეზი ნელდება, რაც იწვევს სიმშრალეს, მიმიკური ნაოჭების გაჩენასა და კანის დაბერებას.
ვიტამინი E
ვიტამინი E ადამიანის ორგანიზმისთვის D-ალფა-ტოკოფეროლის ყველაზე აქტიურ და ბუნებრივ ფორმაში იცავს უჯრედებს დაჟანგვისა და თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს.
კაფსულა თევზის ჟელატინისგან უზრუნველყოფს პროდუქტის "საზღვაო'' კონცეფციას და საშუალებას აძლევს პესკეტარიანელებს ჩართონ ის თავიანთ რაციონში.