-
კატალოგი
- კომპანია
- შესაძლებლობები
თქვენ იმყოფებით საიტზე, რომელიც იღებს შეკვეთებს ქვეყნისთვის Georgia
თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ თქვენი ქვეყნის საიტზე: us.coral.club
უზრუნველყოფს ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს.
MEMO-PRIME
დაპატენტებული ინგრედიენტის Memophenol™, მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტისა და B ჯგუფის ვიტამინების კომპოზიცია. ხელს შეუწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას, კონცენტრაციის გაზრდასა და გაგიწევთ დახმარებას მაღალი გონებრივი დატვირთვის დროს.
CORAL CARNITINE
კარნიტინი ვიტამინის მსგავსი ნივთიერებაა, აგებულებით ახლოსაა B ჯგუფის ვიტამინებთან, ორგანიზმში კარნიტინი მონაწილეობს უჯრედული ენერგიის გამომუშავების პროცესში, უზრუნველყოფს ცხიმების ტრანსპორტირებას უჯრედების „ენერგეტიკულ ქვესადგურებში“ – მიტოქონდრიებში. ამიტომ, გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღდგენისთვის მნიშვნელოვანია ორგანიზმში ამ ნივთიერების საკმარისი რაოდენობა.
CORAL LECITHIN
ფოსფოლიპიდების წყარო, კერძოდ, ფოსფატიდილქოლინი - ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედის მემბრანის მთავარი კომპონენტი. სხეულს სჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
CORAL MAGNESIUM
მაგნიუმი იცავს ნერვულ სისტემას სტრესულ სიტუაციებში, ამცირებს დაღლილობასა და დაქანცულობას, ზრდის სასიცოცხლო ენერგიის მიწოდებასა და ინარჩუნებს ემოციურ სტაბილურობას. პროდუქტის შემადგენლობაში მაგნიუმის საუკეთესო ბიოწვდომადობას უზრუნველყოფს ქელატური ნაერთები - მაგნიუმის გლიცინატი და ტაურატი.
CORAL TAURINE
ტაურინის წყარო არის ამინომჟავა, რომელიც ყველაზე მაღალი კონცენტრაციით გვხვდება თავის ტვინში, ბადურასა და მიოკარდიუმში. ტაურინის ძირითადი წყაროა ცხოველური პროდუქტები (ძროხის ხორცი, რძე, კვერცხი, ფრინველი, თევზი), ამიტომ ვეგანებისთვის და მათთვის, ვინც ზღუდავს ცხოველური საკვების მიღებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მნიშვნელოვანი ამინომჟავის ალტერნატიული წყაროების პოვნა.
O!MEGA-3TG
პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები (პგცმ) არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში და მათი მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკვებით. პგცმ ომეგა-3-ის საკმარისი მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ტვინის, თვალებისა და კანისთვის. პროდუქტი მიიღება ცივწყლოვანი ოკეანის თევზისგან. პროდუქტში პგცმ წარმოდგენილია აღდგენილი ტრიგლიცერიდების სახით, ეს ფორმა ახლოს არის ბუნებრივთან, მაგრამ გამოირჩევა ომეგა -3-ის მაღალი კონცენტრაციით.
GREENGREEN
ფლავონოიდების წყარო მცენარეთა სხვადასხვა ჯგუფიდან - მარცვლეული, წყალმცენარეები, ხილი, კენკრა და ბოსტნეული.
CORAL-MINE
უძველესი ღრმაწყლოვანი მარჯნის მინერალური კომპოზიცია, რომელიც შეიცავს სასარგებლო მაკრო- და მიკროელემენტების მარილებს (კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი და ზოგიერთი სხვა უმნიშვნელო რაოდენობით). წყალთან ურთიერთობისას მარილების მინერალები გადადიან წყალში, ზრდიან მის ფიზიოლოგიურ სარგბლიანობასა და აუმჯობესებენ გემოს, რაც ხელს უწყობს სასმელი წყლის მიღების ნორმალური რეჟიმის დალაგებას. ცნობილია, რომ წყალი აუცილებელია ორგანიზმში ბიოლოგიური პროცესების ნორმალური მიმდინარეობისთვის.