
-
კატალოგი
- კომპანია
- შესაძლებლობები
მიზნობრივი პროგრამა მენტალ ფორსი უზრუნველყოფს თავის ტვინის კოგნიტური ფუნქციების მხარდაჭერას.
პროგრამა ეხმარება:
ეტაპი#1 (1-10 დღე)
საწყის ეტაპზე, პროგრამის აქტიური კომპონენტები ხელს უწყობენ ტვინის უჯრედების დაცვას ჟანგვითი სტრესის ზემოქმედებისგან, სისხლის მოძრაობის გაუმჯობესებას ტვინში და ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას ტვინის უჯრედებში. ეს ეტაპი ხელს უწყობს დაღლილობისა და გაღიზიანების შემცირებას.
ეტაპი#2 (11-20 დღე)
მეორე ეტაპი ხელს უწყობს ტვინის უჯრედების დამატებით კვებას და ჟანგბადით გაჯერებას, აუმჯობესებს "სიხარულის ჰორმონის" - სეროტონინის სინთეზს. ეს ეტაპი ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციის ზრდას, "ოპერატიული" და გრძელვადიანი მეხსიერების ფორმირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებასა და რეაქციის სიჩქარეს.
ეტაპი#3 (21-30 დღე)
დასკვნითი ეტაპი ხელს უწყობს ტვინის პოტენციური შესაძლებლობების ამუშავებას. უზრუნველყოფს გონებრივი შრომისუნარიანობის, განწყობისა და ზოგადი ტონუსის გაუმჯობესებას, ახანგრძლივებს აქტიურ სიცოცხლეს.
პროგრამის შემადგენლობაში შედის:
მაინდსეტი
მცენარეული ექსტრაქტების კომპლექსი (გინკგო ბილობა, გოთუ კოლა, ჯანჯაფილი, როზმარინი, კრაზანა), ამინომჟავები (ტიროზინი და თეანინი) და B ვიტამინები, რომლებიც აუმჯობესებენ ტვინში სისხლის მიწოდებას და კვებას, ყურადღებას, მეხსიერებას, შრომისუნარიანობასა და სტრესისადმი მდგრადობას.
კორალ კარნიტინი
კარნიტინი ხელს უწყობს ორგანიზმის ენერგიის რეზერვების აღდგენას, გამძლეობისა და შრომისუნარიანობის ზრდას. ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის გაუმჯობესებასა და მსხვილ და წვრილ სისხლძარღვებში სისხლის ნორმალური მიმოქცევის შენარჩუნებას.
კორალ ლეციტინი
ფოსფატიდილქოლინის წყარო - ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედის მემბრანის მთავარი კომპონენტი. ის ასევე არის ქოლინის წინამორბედი, რომელიც აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს ნერვულ ქსოვილსა და ტვინის უჯრედებში. ორგანიზმს ესაჭიროება მთელი სოცოცხლის მანძილზე.
კორალ მაგნიუმი
ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაკროელემენტის წყარო. არეგულირებს კუნთების ტონუსს, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. ეხმარება სტრესთან გამკლავებას. მაგნიუმის საუკეთესო ბიოშეღწევადობა პროდუქტში განპირობებულია ქელატური ნაერთებით - მაგნიუმის გლიცინატითა და ტაურატით.
კორალ ტაურინი
ტაურინის წყარო - ამინომჟავა, რომელიც შედარებით მაღლი კონცენტრაციით შედის თავის ტვინსა და თვალის ქსოვილში. ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას.
კორალ-მაინი
რელიქტური მარჯნის მინერალური კომპოზიცია. იგი შეიცავს სასარგებლო მაკრო- და მიკროელემენტების მარილებს (კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, ფოსფორი, გოგირდი, სილიციუმი, ქრომი, მანგანუმი, თუთია და სხვა). წყალთან ურთიერთქმედებისას მარილების მინერალები წყალში გადადიან, დადებითად მოქმედებენ მის ფიზიოლოგიურ სარგებლიანობასა და ორგანოლეპტიკურ თვისებებზე, არეგულირებენ მინერალურ შემადგენლობას, მჟავე-ტუტოვან ბალანსს.
ომეგა 3/60
შეუცვლელი პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები ომეგა 3 არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ აუცილებელია მათი საკმარისი რაოდენობით მიღება საკვებიდან იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. თითოეული კაფსულა შეიცავს პგცმ ომეგა-3-ს მაღალ კონცენტრაციას ცივწყლოვანი ზღვის თევზების ქონისგან.
გრინგრინი
ფლავონოიდური ანტიოქსიდანტების წყარო სხვადასხვა მცენარეული ჯგუფებიდან - მარცვლეული, წყალმცენარეები, ხილი, კენკრა და ბოსტნეული. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს დაბერების თავიდან აცილებას.
პროგრამაში შედის 8 პროდუქტი: გრინგრინი(30 კაფსულა), კორალ კარნიტინი (10 კაფსულა), კორალ ლეციტინი (30 კაფსულა), კორალ მაგნიუმი (20 კაფსულა), კორალ ტაურინი (30 კაფსულა), კორალ-მაინი (30 საშე) მაინდსეტი (30 კაფსულა), ომეგა 3/60 (30 კაფსულა).
პროგრამა გათვლილია 30 დღეზე და შედგება 10-დღიანი 3 თანმიმდევრული ეტაპისგან.
აშშ, იაპონია