ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში United States

თქვენ იმყოფებით საიტზე, რომელიც იღებს შეკვეთებს ქვეყნისთვის Georgia

თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ თქვენი ქვეყნის საიტზე: us.coral.club

Georgia
მიზნობრივი პროგრამა: ჯანმრთელი ნაწლავი
მიზნობრივი პროგრამა: ჯანმრთელი ნაწლავი
მიზნობრივი პროგრამა: ჯანმრთელი ნაწლავი
მიზნობრივი პროგრამა: ჯანმრთელი ნაწლავი
მიზნობრივი პროგრამა: ჯანმრთელი ნაწლავი
მიზნობრივი პროგრამა: ჯანმრთელი ნაწლავი
მიზნობრივი პროგრამა: ჯანმრთელი ნაწლავი
მიზნობრივი პროგრამა: ჯანმრთელი ნაწლავი
არ არის მარაგში!
#8051030, Healthy Gut

მიზნობრივი პროგრამა: ჯანმრთელი ნაწლავი (ნაკრები)

საკლუბო ფასი
240.80 GEL
-%
თქვენი ფასი
301.00 GEL
-%
ბონუს ქულები
53
გამოშვების ფორმა
ნაკრები
რ-ბა
დარეგისტრირება
საქნოლის შემოსვლის შეტყობინება
  • აღწერა
  • ინსტრუქცია

ხელს უწყობს ნაწლავების ჯანსაღი ფუნქციონირების კომპლექსურ, ეტაპობრივ აღდგენასა და ზოგადად საჭმლის მონელების პროცესის ნორმალიზებას.


პროგრამა ეხმარება:

  • ნაწლავის მუშაობის ნორმალიზებას;
  • იმუნიტეტის გაძლიერებას;
  • საკვები ნივთიერებების ათვისების გაუმჯობესებას;
  • ნივთიერებათა ცვლის ოპტიმიზაციას. 

პროგრამაში შედის 17 პროდუქტი: ასიმილატორი (10 კაფსულა), კორალ-მაინი (30 საშე), გრინგრინი (10 კაფსულა), პაპაია (20 ტაბლეტი), კორალ ტაურინი (10 კაფსულა), კორალ ალფალფა (20 კაფსულა), კასკარა საგრადა (10 ტაბლეტი), სუპერ-ფლორა (30 კაფსულა), ომეგა 3/60 (10 კაფსულა), კორალ არტიშოკი (10 კაფსულა), აკვაოქსი (10 კაფსულა), კორალ ბურდოკ რუთი (20 კაფსულა), ზაფერანი (30 კაფსულა), კორალ მაგნიუმი (20 კაფსულა), კორალ კარნიტინი (10 კაფსულა), კორალ შავი კაკალი (20 კაფსულა), კორალ ლეციტინი (20 კაფსულა).
პროგრამა გათვლილია 30 დღეზე და შედგება 10-დღიანი 3 თანმიმდევრული ეტაპისგან.


ეტაპი#1(1-10 დღე)

პროგრამის საწყისი ეტაპი ხელს უწყობს ნაწლავების მსუბუქ წმენდას, განავლის ნორმალიზებას, ექსკრეციული ორგანოების გააქტიურებას, რათა დააჩქაროს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა.


ეტაპი#2 (11-20 დღე)

მეორე ეტაპი ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორისა და ზოგადად საჭმლის მომნელებელი ფუნქციის თანდათანობით აღდგენას, საკვები ნივთიერებებისა და ენერგიის ათვისების გასაუმჯობესებლად. ამისათვის ეტაპი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ხელს უწყობენ სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის გაზრდას, ფერმენტების სინთეზს საჭმლის მონელების ოპტიმიზაციისათვის.


ეტაპი#3 (21-30 დღე)

დასკვნითი ეტაპი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ფუნქციის ნორმალიზებას. ფერმენტები, პრობიოტიკური კულტურები, საკვები ბოჭკოები, ფიტონუტრიენტები, პგცმ ომეგა 3, ფოსფოლიპიდები, ვიტამინები და მინერალები - პროგრამის ყველა აქტიური კომპონენტი უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების ხარისხიან მონელებასა და ათვისებას.


პროგრამის შემადგენლობაში შედის:

აკვაოქსი

ოთხი ბუნებრივი ანტიოქსიდანტის მცენარეული კომპლექსი: ბროწეულის ექსტრაქტები, ასაის კენკრა, კაკაოს მარცვლები და როზმარინი. იცავს სხეულის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან. ხელს უწყობს აქტიურ ცხოვრებას, ეხმარება გონებრივი და ფიზიკური მუშაობის შენარჩუნებას.


ასიმილატორი

საჭმლის მომნელებელი ფერმენტების კომპლექსი A და D ვიტამინებთან ერთად, ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისებას და ამცირებს დისკომფორტს კუჭსა და ნაწლავებში.


ზაფერანი

კურკუმინის წყარო - ტროპიკული მცენარე კურკუმას ექსტრაქტი. კურკუმინი ხელს უწყობს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირების ნორმალიზებას, ამცირებს დისკომფორტს კნტ-ში.


კასკარა საგრადა

მსუბუქი საფაღარათო საშუალება ხეჭრელა პურშას საფუძველზე. ხელს უწყობს ნაწლავის პერისტალტიკის გაუმჯობესებას, რეგულარული რბილი განავლის ფორმირებას.


კორალ არტიშოკი

არტიშოკის, ბაყაყურას, ბაბუაწვერისა და ბეტაინის ექსტრაქტები ხელს უწყობენ ღვიძლის უჯრედების დაცვას.


კორალ-მაინი

რელიქტური მარჯნის მინერალური კომპოზიცია. იგი შეიცავს სასარგებლო მაკრო- და მიკროელემენტების მარილებს (კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, ფოსფორი, გოგირდი, სილიციუმი, ქრომი, მანგანუმი, თუთია და სხვა). წყალთან ურთიერთქმედებისას მარილების მინერალები წყალში გადადიან, დადებითად მოქმედებენ მის ფიზიოლოგიურ სარგებლიანობასა და ორგანოლეპტიკურ თვისებებზე, არეგულირებენ მინერალურ შემადგენლობას, მჟავე-ტუტოვან ბალანსს.


კორალ ბურდოკ რუთი

ოროვანდის ფესვი არის ცნობილი საშუალება ორგანიზმის გასაწმენდად. ოროვანდის ფესვის ექსტრაქტის აქტიური ინგრედიენტები ხელს უწყობენ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობის რეგულირებას.


კორალ კარნიტინი

კარნიტინი ხელს უწყობს ორგანიზმის ენერგიის რეზერვების აღდგენას, გამძლეობისა და შრომისუნარიანობის ზრდას. ხელს უწყობს ცხიმის ცვლის გაუმჯობესებასა და წონის ნორმაში შენარჩუნებას.


კორალ ლეციტინი

ფოსფატიდილქოლინის წყარო - ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედის მემბრანის მთავარი კომპონენტი. ის ასევე არის ქოლინის წინამორბედი, რომელიც აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს ნერვულ ქსოვილსა და ტვინის უჯრედებში. არეგულირებს ცხიმის ცვლასა და ეხმარება ღვიძლის მუშაობას.


კორალ ლუცერნა

მინერალების, ვიტამინების, შეუცვლელი ამინომჟავების მცენარეული წყარო. მას აქვს ზოგადი გამაძლიერებელი ეფექტი მთელ ორგანიზმზე, ზრდის მის სასიცოცხლო ტონუსს.


კორალ მაგნიუმი

ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაკროელემენტის წყარო. არეგულირებს კუნთების, მათ შორის ნაწლავების ტონუსს, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. მაგნიუმის საუკეთესო ბიოშეღწევადობა პროდუქტში განპირობებულია ქელატური ნაერთებით - მაგნიუმის გლიცინატითა და ტაურატით.


კორალ ტაურინი

ტაურინის წყარო - ამინომჟავა, რომელიც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, ეხმარება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას.


კორალ შავი კაკალი

შავი კაკლის ფოთლის ექსტრაქტი ეხმარება ორგანიზმს პარაზიტებისგან გათავისუფლებაში. პროდუქტის შემადგენლობა გაძლიერებულია ორეგანოს ფოთლების ექსტრაქტით უფრო ინტენსიური ანტიპარაზიტული ეფექტისთვის და კუჭ -ნაწლავის ტრაქტის ნორმალიზებისთვის.


ომეგა 3/60

შეუცვლელი პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები ომეგა 3 არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ აუცილებელია მათი საკმარისი რაოდენობით მიღება საკვებიდან იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. თითოეული კაფსულა შეიცავს პგცმ ომეგა-3-ს ცივწყლოვანი ზღვის თევზების ქონისგან.


პაპაია

საღეჭი ტაბლეტები პაპაიას ხილის წვნიანი რბილობიდან საჭმლის მომნელებელი პროცესის გასაუმჯობესებლად და ნაწლავების მუშაობის აქტივიზაციისთვის.


გრინგრინი

საკვები ბოჭკოების მდიდარი წყარო. ის კვებავს ნაწლავის მიკროფლორას, ხელს უწყობს ტოქსინებისა და ნარჩენების პროდუქტების გამოდევნას.


სუპერ-ფლორა

პრობიოტიკებისა (ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები) და პრებიოტიკ ინულინის დაბალანსებული კომბინაცია ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზებისთვის. ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის გაზრდას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესსა და აძლიერებს იმუნურ სისტემას.


შეიცავს ლაქტოზას

შეიცავს სოიოს

არ შეიცავს გმო-ს

უკუჩვენებები

კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება, დიარეა, ნაწლავის მექანიკური გაუვალობა. გამოყენებამდე რეკომენდირებულია ექიმის კონსულტაცია.

ვარგისიანობის ვადა

გამოშვებიდან 2 წელი

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურა არაუმეტეს +25°С.

მწარმოებელი ქვეყანა

აშშ, იაპონია
ბად. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას

მიმართეთ კამერა QR-კოდზე და ჩამოტვირთეთ

შეუკვეთეთ პროდუქცია და მართეთ პირადი კაბინეტი Coral Club-ის აპლიკაციაში

დაგვიკავშირდით
სწავლება და დახმარება
რეგიონის კოდი
დახმარების სერვისი
თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა ან შემოთავაზება, მოგვწერეთ ჩვენ
თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა ან შემოთავაზება, მოგვწერეთ ჩვენ
ჩეთის დაწყება
საიტის გვერდი ავტომატურად ითარგმნა. თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ ან შეცვალოთ ეს ფუნქცია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებში.