-
კატალოგი
- კომპანია
- შესაძლებლობები
თქვენ იმყოფებით საიტზე, რომელიც იღებს შეკვეთებს ქვეყნისთვის Georgia
თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ თქვენი ქვეყნის საიტზე: us.coral.club
მცენარეული ფერმენტები და ეგზოტიკური ხილის ექსტრაქტები საჭმლის მონელების მხარდასაჭერად.
რაციონიდან მიღებული ცილა - ორგანიზმისთვის სამშენებლო მასალის მთავარი წყაროა. პროტეოლიზური* ფერმენტების დახმარებით საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დიდი ცილის მოლეკულები იშლება პატარა ფრაგმენტებად - პეპტიდებად და ამინომჟავებად, რომელთა ათვისებაც ორგანიზმს შეუძლია. პროტეინის აბსორბციასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება წარმოიშვას: სტრესის დონის მატებასთან ერთად, ავადმყოფობის შემდეგ, უმოძრაო ცხოვრების წესის დროს, ცილოვანი საკვების გადაჭარბებისას, ასევე სპორტსმენებში, ხანდაზმულებში და მათში, ვინც იცავს მაღალცილოვან დიეტას. ასეთ სიტუაციებში ორგანიზმის საკუთარ ფერმენტულ სისტემას შესაძლოა დახმარება დასჭირდეს. მცენარეული ფერმენტების მიღება ერთ-ერთი გამოსავალია.
ბრომელაინი
მცენარეული პროტეოლიზური ფერმენტი, აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და ხელს უწყობს ცილების შეწოვას. იგი იზოლირებულია მცენარის უვარგისი ნაწილებისგან - ანანასის ბირთვიდან და ღეროებიდან, რომლებშიც ყველაზე მაღალია ბრომელაინის კონცენტრაცია.
პაპაიას ხილის ექსტრაქტი
წვნიანი პაპაიას რბილობი შეიცავს ვიტამინებს, მინერალებსა და მცენარეულ ფერმენტებს, რომელთა შორის პაპაინი ყველაზე ღირებულია. ბრომელინის მსგავსად, პაპაინი არის პროტეოლიზური ფერმენტი და აუმჯობესებს ცილოვანი საკვების მონელებას და ათვისებას.
კურკუმას ექსტრაქტი
კურკუმა აღმოსავლეთში კარგად ცნობილი სანელებელია, რომელიც აუმჯობესებს მადას და ასტიმულირებს საჭმლის მონელებას.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)
ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სიჯანსაღის შენარჩუნებას.
* პროტეოლიზური (ლათინურიდან proteina - პროტეინი და ბერძნულიდან lytikós - გაყოფა) არის ფერმენტების ჯგუფი, რომელიც სპეციალიზირებულია ცილების უფრო მცირე ფრაგმენტებად - პეპტიდებად და ამინომჟავებად დაყოფაში. პროტეოლიზური ფერმენტების სხვა სახელებია პროტეაზები ან პროტეინაზები.