ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში United States

თქვენ იმყოფებით საიტზე, რომელიც იღებს შეკვეთებს ქვეყნისთვის Georgia

თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ თქვენი ქვეყნის საიტზე: us.coral.club

Georgia
საღეჭი პაპაია
საღეჭი პაპაია
საღეჭი პაპაია
საღეჭი პაპაია
#2196, Chewable Papaya

საღეჭი პაპაია (90 საღეჭი ტაბლეტი)

საკლუბო ფასი
30.80 GEL
-%
თქვენი ფასი
38.50 GEL
-%
ბონუს ქულები
6
გამოშვების ფორმა
90 საღეჭი ტაბლეტი
რ-ბა
დარეგისტრირება
საქნოლის შემოსვლის შეტყობინება
  • აღწერა
  • ინსტრუქცია

მცენარეული ფერმენტები და ეგზოტიკური ხილის ექსტრაქტები საჭმლის მონელების მხარდასაჭერად.


  • მცენარეული პროტეოლიზური ფერმენტი ბრომელაინი ანანასისგა
  • პაპაიას და კურკუმას ხილის ექსტრაქტები, ვიტამინი B
  • აუმჯობესებს ცილოვანი საკვების მონელებას
  • ამცირებს დისკომფორტს ჭამის შემდეგ
  • გამოშვების მოსახერხებელი და გემრიელი ფორმა - საღეჭი ტაბლეტები

 

რაციონიდან მიღებული ცილა - ორგანიზმისთვის სამშენებლო მასალის მთავარი წყაროა. პროტეოლიზური* ფერმენტების დახმარებით საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დიდი ცილის მოლეკულები იშლება პატარა ფრაგმენტებად - პეპტიდებად და ამინომჟავებად, რომელთა ათვისებაც ორგანიზმს შეუძლია. პროტეინის აბსორბციასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება წარმოიშვას: სტრესის დონის მატებასთან ერთად, ავადმყოფობის შემდეგ, უმოძრაო ცხოვრების წესის დროს, ცილოვანი საკვების გადაჭარბებისას, ასევე სპორტსმენებში, ხანდაზმულებში და მათში, ვინც იცავს მაღალცილოვან დიეტას. ასეთ სიტუაციებში ორგანიზმის საკუთარ ფერმენტულ სისტემას შესაძლოა დახმარება დასჭირდეს. მცენარეული ფერმენტების მიღება ერთ-ერთი გამოსავალია.

 

ბრომელაინი

მცენარეული პროტეოლიზური ფერმენტი, აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და ხელს უწყობს ცილების შეწოვას. იგი იზოლირებულია მცენარის უვარგისი ნაწილებისგან - ანანასის ბირთვიდან და ღეროებიდან, რომლებშიც ყველაზე მაღალია ბრომელაინის კონცენტრაცია.

 

პაპაიას ხილის ექსტრაქტი

წვნიანი პაპაიას რბილობი შეიცავს ვიტამინებს, მინერალებსა და მცენარეულ ფერმენტებს, რომელთა შორის პაპაინი ყველაზე ღირებულია. ბრომელინის მსგავსად, პაპაინი არის პროტეოლიზური ფერმენტი და აუმჯობესებს ცილოვანი საკვების მონელებას და ათვისებას.

 

კურკუმას ექსტრაქტი

კურკუმა აღმოსავლეთში კარგად ცნობილი სანელებელია, რომელიც აუმჯობესებს მადას და ასტიმულირებს საჭმლის მონელებას.

 

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)

ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სიჯანსაღის შენარჩუნებას.

 

* პროტეოლიზური (ლათინურიდან proteina - პროტეინი და ბერძნულიდან lytikós - გაყოფა) არის ფერმენტების ჯგუფი, რომელიც სპეციალიზირებულია ცილების უფრო მცირე ფრაგმენტებად - პეპტიდებად და ამინომჟავებად დაყოფაში. პროტეოლიზური ფერმენტების სხვა სახელებია პროტეაზები ან პროტეინაზები.


შესაფერისია ვეგანებისთვის

არ შეიცავს სოიოს

გლუტენის გარეშე

გამოყენების მეთოდები

მოზრდილებს 1 საღეჭი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ. მიღების ხანგრძლივობა - 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში, ბად-ის მიღება შეიძლება განმეორდეს.

უკუჩვენებები

პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ლაქტაცია, ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დარღვევა. გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

ვარგისიანობის ვადა

წარმოებიდან 2 წელი

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს +25°C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი ქვეყანა

ტაივანი
ბად. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას

მიმართეთ კამერა QR-კოდზე და ჩამოტვირთეთ

შეუკვეთეთ პროდუქცია და მართეთ პირადი კაბინეტი Coral Club-ის აპლიკაციაში

დაგვიკავშირდით
სწავლება და დახმარება
რეგიონის კოდი
დახმარების სერვისი
თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა ან შემოთავაზება, მოგვწერეთ ჩვენ
თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა ან შემოთავაზება, მოგვწერეთ ჩვენ
ჩეთის დაწყება
საიტის გვერდი ავტომატურად ითარგმნა. თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ ან შეცვალოთ ეს ფუნქცია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებში.